ბრიტანეთმა ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო, უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ, ასე გაამწესა ისტორიამ

ბრიტანეთმა ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო, უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ, ასე გაამწესა ისტორიამ
ბრიტანეთმა (“დიდი” აღარაა კარგა ხანია!) ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბოლო წლებია, სანქციების ცნობილი სერია, დასავლეთის სპორტი გახდა საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ეს ყველაფერი უშედეგოა.
“ბრიტანეთმა (“დიდი” აღარაა კარგა ხანია!) ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო.
ბარემ ეთქვათ, რომ მათი ზეგავლენით და მითითებით, რადგანაც უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ. ასე გაამწესა ისტორიამ.
თან თითქოს არ ენახოთ როგორ იქცევა ევროპაში პოლიცია, როდესაც მომიტინგეები ძალადობენ. ესეც სანქციების იმ ცნობილი სერიალიდან არის, რაც ბოლო წლებია მათი სპორტი გახდა საქართველოსთან მიმართებაში.
ბოლოს, ჩვენებურად ვიტყვი “ფეხებს ვერ მოგვჭამენ”!!!” – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში