არქივი26 აგვისტო, 2024, 21:56
ბრიტანეთმა და აშშ-მა კარიბის ზღვაში 40 მილიონ ფუნტზე მეტის ღირებულების კოკაინი ამოიღეს
ბრიტანული სანაპირო დაცვის საპატრულო გემი დაეხმარა აშშ-ის საზღვაო ქვეითებს და სანაპირო დაცვას კარიბის ზღვაში ნარკორეალიზატორებისგან 40 მილიონ ფუნტზე მეტის ღირებულების კოკაინის კონფისკაციაში – „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა განაცხადეს.
როგორც სამხედროებმა აღნიშნეს, საპატრულო გემი HMS Trent დაეხმარა ნახევარი ტონა A კლასის ნარკოტიკების კონფისკაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.