ბრიტანეთი პირობას დებს, რომ მოლდოვის მხრადაჭერას გააგრძელებს

ორშაბათს, 3 ნოემბერს, ბრიტანეთმა პირობა დადო, რომ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისთვის, მოლდოვის მხარდაჭერას გააგრძელებს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პროდასავლელმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ კვირას საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
მილოცვა სანდუსადმი სოციალურ ქსელ X-ში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამიმ გამოაქვეყნა: „მოუთმენლად ველი ჩვენი მეგობრობის გაძლიერებას და მოლდოვის ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას“.
კვირას, 3 ნოემბერს, მოდლოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც ერთმანეთს მაია სანდუ, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი და ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანგოლო დაუპირსპირდნენ.
წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მოლდოვის ოფიციალურმა უწყებებმა, მოლდოვის შიდა საქმეეებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულა, თუმცა ბრალდებები კრემლმა ყოველ ჯერზე უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს – მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა