არქივი10 ივნისი, 2024, 11:22
ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღირებს – საელჩო
დიდი ბრიტანეთის საელჩო X-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბრიტანეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
“დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,” – წერია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.