ბრიტანეთის 24 პროცენტიანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო, საქართველოს 55 პროცენტზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?

ბრიტანეთის 24 პროცენტიანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო, საქართველოს 55 პროცენტზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?
ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, , სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები 1 200 000 ადამიანის მიერ არჩეულ ქართულ ხელისუფლებას დემოკრატიას უწუნებენ და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ „ბინძურ კამპანიას“ ახალისებენ.
„ბრიტანეთში “YouGov”-ის უახლესი გამოკითხვის მონაცემებით, პრემიერ სტარმერის “favourability rate” არის 24% დადებითი, ხოლო 68% უარყოფითი. ანუ – ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში… ხოლო – საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას? პროცენტები იმის საილუსტრაციოდ დავწერე, რომ ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები, 1 200 000 ადამიანის არჩეულ ქართულ მთავრობას დემოკრატიას უწუნებენ და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას ახალისებენ. ანუ, რაც არ მოსწონთ ევროპაში, საქართველოში ნებადართულია?! თუმცა – მაკრონები, სტარმერები და მერცები, ისე არიან ევროპის ლეგიტიმური ლიდერები, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენია რუსეთის შემაკავებელი და ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისის მომგვარებელი. “დიფ სთეითი რა არისო” – ბევრს გაინტერესებთ და სხვა კი არაფერია – ურეიტინგო, ლეგიტიმაციამორღვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომ კვლავ მმართველობით რგოლებში არიან?!“ – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს