ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას აღიკვეთოს დაშინება და გამოიძიონ ყველა დარღვევა

დიდი ბრიტანეთის საელჩო ბოლო დროს აქტივისტებზე მიზანმიმართული ძალადობის შემთხვევებს და სამოქალაქო საზოაგდოების წარმომადგენლებზე თავდასხმებს ეხმაურება და მათ გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნეს. განცხადებაში დიდი ბრიტანეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.
"მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში" - წერია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.