არქივი13 მაისი, 2024, 10:50
ბრიტანეთის საელჩოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დროებით დაიხურა
თბილისში დიდი ბრიტანეთის სავიზო მომსახურების ცენტრი, რომელიც ბესიკის ქუჩაზე მდებარეობს, უსაფრთხოების რისკების გამო დროებით იხურება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„ყურადღება!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში, ბესიკის 4 ნომერში დროებით დაკეტილია.
მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ სავიზო ცენტრის ვებგვერდს - https://pos.tlscontact.com/tbs_en/“, - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.