ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის პრემიერი ტრამპს უკრაინაში 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცის განთავსების გეგმას წარუდგენს – The Telegraph

ბრიტანეთის პრემიერი ტრამპს უკრაინაში 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცის განთავსების გეგმას წარუდგენს – The Telegraph

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, უკრაინაში 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცის განთავსების გეგმას წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, სტარმერი დეტალურად განმარტავს, თუ როგორ შეძლებენ ევროპელი ძალები, უზრუნველყონ აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. ასევე, ის ტრამპს მოუწოდებს, შეინარჩუნოს აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავები და რაკეტები აღმოსავლეთ ევროპაში, რათა შეძლონ “ლეტალური ძალით” უპასუხონ რუსეთს, თუ ის შეთანხმების პირობების დარღვევას გადაწყვეტს.
აღნიშნული ინგლისურ-ფრანგული სტრატეგია ევროპელ ლიდერებს პარიზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე წარუდგინეს. კირ სტარმერის მტკიცებით, აშშ-ის ინტერესებშია, რომ ომის დასრულების შემდეგ ჩართული დარჩეს რუსეთის უკრაინაში მესამედ შეჭრის თავიდან აცილებაში.
ინგლისურ-ფრანგული გეგმის მიხედვით, 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში განლაგდება. The Telegraph-ი წერს, რომ ომით განადგურებულ ქვეყანაში გაცილებით დიდი ძალების განლაგების ნაცვლად, მისია დაეყრდნობა “ტექნიკურ მონიტორინგს”, მათ შორის სათვალთვალო და სადაზვერვო თვითმფრინავებს, დრონებსა და თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს “სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება”. ასევე შავ ზღვაში გაიგზავნება საზღვაო-საპატრულო გემები, კომერციულ გემებზე რუსეთის თავდასხმის საფრთხეების დასაკვირვებლად.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შესახვედრად მომავალ კვირას გაემგზავრებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.