ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჯამინ ჰადადმა შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია“.
„ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება და ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ”, – წერს ბენ ჰადადი.
ჰადადის ცნობით, შეხვედრის ორგანიზატორი იყო სტივენ დაუთი, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, – ეს ინფორმაცია მანაც გააზიარა X-ზე.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრას 20-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.
მონაწილეთა შორის იყვნენ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთ სამინისტროების წარმომადგენლები, ევროკავშირის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) წარმომადგენელი და ასევე -ის „ჰელსინკის კომისიის“ მრჩეველი მაიკლ ჩეჩირე.
წინა დღეს, 30 ივნისს ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ლონდონში მყოფი საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა და პროტესტი გამოხატა მისი მთავრობის მიერ პარტნიორებისადმი, მათ შორის ბრიტანეთისადმი „ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების“ გამო.
ბრიტანეთის საგარეო უწყების სპიკერი ასევე აცხადებს, რომ:
· „გავლენიანი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის უახლესი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლება და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“;
· „საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, – თუ ასეთი კვლავ გააჩნია „ქართულ ოცნებას“, – და მათს საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან“;
· „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას“.
· ბრიტანეთს უკვე არაერთი ქართველი მაღალჩინოსნისთვის აქვს სანქციები დაწესებული. გაერთიანებულ სამეფოს ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესებია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, საპატიო თავმჯდომარისათვის, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილისათვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად