ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ შევიტყვეთ, რომ ბრიტანეთს აქვს ორმაგი სტანდარტი

მივმართავ კოლექტიურ დასავლეთს, ფრთხილად უკან დასაბრუნებელი ხიდები არ დაწვათ! საქართველოსთან არაჯანსაღი და დიდაქტიკური დამოკიდებულება, საქართველოზე მეტად თქვენს იმიჯს აზიანებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს.
მისი განცხადებით, ამ ნაბიჯით საზოგადოებამ გაიგო, რომ ბრიტანეთი ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და საკუთარ დემოკრატიის პრინციპებს ღალატობს. “მივმართავ კოლექტიურ დასავლეთს, ფრთხილად უკან დასაბრუნებელი ხიდები არ დაწვათ!
საქართველოსთან არაჯანსაღი და დიდაქტიკური დამოკიდებულება, საქართველოზე მეტად თქვენს იმიჯს აზიანებს. დღეს ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელ პირებს, ბრიტანეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ებრაული სიბრძნე გამახსენა „იმით, რაც პავლემ მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პეტრეზე“.
ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ჩვენ უფრო მეტი შევიტყვეთ ბრიტანეთზე ვიდრე სანქცირებულ ადამიანებზე, ჩვენ შევიტყვეთ, რომ ბრიტანეთს აქვს ორმაგი სტანდარტი, ისინი ღალატობენ საკუთარ და დემოკრატიის პრინციპებს, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევს. გავიხსენოთ ბოლო დროს ევროპის ქვეყნებში/დიდ ქალაქებში გამართული აქციების და მათზე პოლიციის რეაგირება, აქციები გაიმართა ჰოლანდიაში გერმანიაში საფრანგეთში და ა.შ.
ჰოლანდიაში აქციის დარბევის და არა დაშლის დროს, გამოიყენეს გაწვრთნილი ძაღლები, რომელმაც აქციის არაერთი მონაწილე დააზიანა, საფრანგეთში აქციების მსვლელობების დროს სპეცრაზმელთა მოქმედებამ რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება და ათობით ადამიანის დასახიჩრება გამოიწვია, -ში კაპიტოლიუმზე შტურმის დროს განხორციელდა რამდენიმე ადამიანის ლიკვიდაცია, ათი ათასობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ასობით ადამიანი კი ციხეში არაადეკვატურად დიდი ხნით გაუშვეს.
სად იყო ამ დროს ბრიტანეთი? რატომ დახუჭა თვალი ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ დარღვევაზე? რატომ სჯის ადამიანებს რომელიც სახელმწიფო ინტერესებს იცავენ და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პროპორციულ ძალას იყენებენ. სად არის თანასწორი დამოკიდებულება?
სამწუხაროდ ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები, სანქციებს არა საჭიროებისამებრ, არამედ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად იყენებენ! როგორც იტყვიან ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიდის, ბრიტანეთის „ყეფა“ საქართველოს ზიანს ვერ მიაყენებს, ჩვენი ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს და აუცილებლად მივაღწევთ მთავარ მიზანს. გაერთიანებულ, ეკონომიკურად ძლიერ საქართველოს!” – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება