ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსული ხომალდის განადგურებაზე – ეს აჩვენებს, რომ ცდებიან ისინი, ვინც თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, ფეოდოსიის პორტში რუსული სადესანტო გემის განადგურება აჩვენებს, რომ მოსაზრება, თითქოს უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია, არასწორია.
„პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რომ ისინი, ვინც თვლიან, უკრაინაში მიმდინარე ომში ჩიხშია, ცდებიან! მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა. შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა გამოწვევის წინაშე დგას და გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ხელმძღვანელობით ახალი საზღვაო შესაძლებლობების კოალიცია ხელს უწყობს ზღვაზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას“, – წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ