ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ანჯელა რეინერი: ...ეს ეხება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებასაც

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ანჯელა რეინერი: ...ეს ეხება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებასაც
ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, ანჯელა რეინერმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი „არ გააკეთებს არჩევანს აშშ-სა და ევროპას შორის“ და მუშაობს იმისთვის, რომ დიალოგის მაგიდასთან შეერთებული შტატებიც მიიყვანოს:
„პრემიერ-მინისტრი არ გადავა რელსებიდან და გააგრძელებს მუშაობას ჩვენს უძველეს მოკავშირე აშშ-სთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინასთან, რათა ორიენტირებული იყოს უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაზე, რომელსაც უსაფრთხოების გარანტიები ექნება [...] ის არ გააკეთებს არჩევანს აშშ-სა და ევროპას შორის. ეს არ არის ბრიტანეთის ინტერესებში. ის გააგრძელებს უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის მუშაობას, რადგან ეს არ არის მხოლოდ ის, რაც უკრაინა იმსახურებს და სჭირდება. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებასაც“.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.