ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი ბსუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ

„ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ პროექტის ფარგლებში, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკის ოფიცერი გვანცა ლოლაძე ბსუ-ს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ და საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს.
„ნატო-საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის“ პროექტის ფარგლებში, ბსუ-ში ასევე დაიწყო ორდღიანი ლექციების ციკლი. სტუდენტებს უსაფრთხოების ექსპერტი ნათია გვენეტაძე ლექციებს წაუკითხავს ნატო-ს სტრატეგიული მიზნების, ალიანსის ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.
პროექტს საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ნატოს და ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
საჯარო ლექციების თემატიკა: ნატო-ს სტრატეგიული მიზნები გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში; ნატო-ს შექმნის მიზეზები; ალიანსის ტრანსფორმაცია; ნატო-ს გადაწყვეტილების მიღების პროცესი; ნატო-ს გაფართოება; ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოება; საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები; ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატები და მექანიზმები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება