ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის ელჩი: განსაკუთრებით ვწუხვარ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რაიონში მოხდა

ბრიტანეთის ელჩი: განსაკუთრებით ვწუხვარ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რაიონში მოხდა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართავს Facebook-ზე დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.
"შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად, ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.
დიდი ბრიტანეთის სახელით მინდა გამოვხატო სამძიმარი ნათესავებისა და ახლობლების მიმართ. ამ შობას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას", - ამბობს ელჩი.
5 იანვარს ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში ერთ-ერთ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.