ბრიტანეთის დაზვერვა: „კუშჩევსკაიას“ აეროდრომზე უკრაინელთა იერიში რუსეთს აიძულებს, შეცვალოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის განლაგება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში აანალიზებს 27 აპრილს კრასნოდარის მხარეში „კუშჩევსკაიას“ აეროდრომსა და ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით განხორციელებული დარტყმების შედეგებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განადგურდა 66 დრონი, რაც შეტევის მასშტაბზე მეტყველებს.
ღია წყაროებში არსებული ვიდეომასალა მოწმობს, რომ აეროდრომის საწყობებში განადგურებულია ე.წ. მოლივლივე ბომბების რამდენიმე კომპლექტი.
როგორც ბრიტანელი ექსპერტები აღნიშნავენ, „კუშჩევსკაიაში“ განლაგებულია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები Su-34-ები და Su-35-ები, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ დარტყმებს უკრაინის პოზიციებზე, მათ შორის მოლივლივე ბომბებით.
„ის, რომ უკრაინას უნარი შესწევს, ხელი შეუშალოს რუსეთის ტაქტიკურ ავიაციას, განსაკუთრებით – მოლივლივე ბომბების გამოყენებას, საკვანძო მნიშვნელობისაა უფრო ფართო ფრონტის დასაცავად. ეს წარმატებული დარტყმა რუსეთს, სავარაუდოდ, აიძულებს, კიდევ უფრო მეტად გაფანტოს გამანადგურებლები, ასევე დისლოკაცია შეუცვალოს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რათა გამოასწოროს თავდაცვის პრობლემები“, – დაასკვნის დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია