ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრალში დასახელებულ კომპანიებთან კანდელაკს კავშირი არ გააჩნია – ადვოკატი

ბრალში დასახელებულ კომპანიებთან კანდელაკს კავშირი არ გააჩნია – ადვოკატი

გორში ალკოჰოლური სასმელების კუსტარულად წარმოების გამო დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისი კლიენტს ალკოჰოლის ქარხანასთან შემხებლობა არ აქვს.
ამის შესახებ მან „TV პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის ბრალდების მიერ მიერ დასახელებული კომპანიები გიორგი კანდელაკს არ ეკუთვნის.
„დასახელებულ მიწის ნაკვეთთან, ამ ქარხანასთან ან ბრალში დასახელებულ კომპანიებთან არანაირი სახის კავშირი არ გააჩნია. თქვენმა მეგობარმა რამე რომ დააშავოს, პასუხისმგებლობა თქვენ უნდა დაგეკისროთ?! ობიექტურ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით იმიტომ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გარემოება“, – აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ შიდა ქართლში დალუქეს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კუსტარული ქარხანა, სადაც ცნობილი უცხოური და ქართული ბრენდების პროდუქციას აყალბებდნენ.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ეს უკანონო ქარხანა წლების განმავლობაში მუშაობდა და მათ ახლა 75 ათასზე მეტი ბოთლი სასმელი, ასევე 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტიც ამოიღეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქარხანაში იწარმოებოდა ისეთი ცნობილი დასახელების სასმელები, როგორიცაა ჩივას რეგალი, Grey Goose, belvedere, Beluga და სხვა.
საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამოიღეს დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები და შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნაში წარმოებისთვის გამზადებული ალკოჰოლური სასმელი იპოვეს. ამოღებული პროდუქციის ფასი, შესაძლოა, მილიონობით ლარი იყოს.
საქმეზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის არიან ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი, ბორის გოგიჩაიშვილი. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.