არქივი23 თებერვალი, 2025, 15:12
ბრაიან ფიცპატრიკი: ამერიკა საქართველოს თავისუფლების მოყვარე ხალხის გვერდით დგას

ის, რაც საქართველოში ხდება, შემაშფოთებელია, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენა ბრაიან ფიცპატრიკმა "ამერიკი ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის გვერდით დგას
ის, რაც საქართველოში ხდება, შემაშფოთებელია. ამერიკა საქართველოს თავისუფლების მოყვარე ხალხის გვერდით დგას. იმ ხალხის, ვისაც ავიწროებენ, ხალხის, ვისაც აპატიმრებენ. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და მე ნამდვილად ვაპირებ, მათი ხმა გავაჟღერო ისევე, როგორც მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა მოქალაქეების, მთელ მსოფლიოში, - ამბობს ბრაიან ფიცპატრიკი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.