ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსს, 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსს, 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსს, 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
70 წლის ბოლსონარუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშია ბრალდებული, რომელიც არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიგეგმა. გამოძიების ვერსიით, შეთქმულებაში რვა პირი მონაწილეობდა, მათ შორის – ყოფილი თავდაცვის მინისტრი და დაზვერვის სამსახურის ექს-ხელმძღვანელი.
გამოძიების განცხადებით, შეთქმულების ორგანიზატორებს სამხედროების მხარდაჭერა არ ჰქონდათ, რის გამოც გეგმა ჩაიშალა. ბოლსონარუსის ადვოკატები განაჩენს „აბსურდულს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ მას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.