არქივი15 თებერვალი, 2024, 13:09
ბრაზილიის პრეზიდენტი - ღაზაში ისრაელის მოქმედებებს ახსნა არ აქვს
ღაზაში ისრაელის მოქმედებებს ახსნა არ აქვს, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.
„ისრაელის საქციელს ახსნა არ აქვს. „ჰამასთან“ ბრძოლის საბაბით იგი ქალებსა და ბავშვებს კლავს“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ლულამ აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე წარმოუდგენელია.
ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდულ ფათაჰ ალ-სისის შეხვდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.