არქივი7 მარტი, 2024, 06:12
ბრაზილიის პრეზიდენტი - მზად ვართ, ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმებას ხელი დღესვე მოვაწეროთ
მზად ვართ, ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმებას ხელი დღესვე მოვაწეროთ, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, რომ მერკოსურის შეთანხმებას ხელი დღესვე მოვაწეროთ, მაგრამ საფრანგეთს ფერმერებთან გარკვეული პრობლემები აქვს“, - განაცხადა ლულამ.
ლულამ აღნიშნა, რომ შეთანხმება ორივე მხარეს ესაჭიროება და საფრანგეთის პოზიციამ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა სწრაფად მოხდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.