ბრაზილიის პრეზიდენტი - იმედი მაქვს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს - ბაიდენი მუშების უფლებებს იცავს
იმედი მაქვს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ადგილობრივ ტელეარხს, RedeTV-ის განუცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკელი ამომრჩეველი არ ვარ, ვფიქრობ, ნათელია, რომ მსოფლიოსა და აშშ-ში დემოკრატიის გადარჩენის უფრო დიდ გარანტიას ჯო ბაიდენი წარმოადგენს”, - განაცხადა ლულამ.
“მისი საპრეზიდენტო ვადის დაწყების დღიდან, ბაიდენი მუშების უფლებებს იცავს. იმედი მაქვს არჩევნებში ბაიდენი გაიმარჯვებს”, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გასული წლის სექტემბერში, ბაიდენმა და ლულამ მუშების უფლებების გასაუმჯობესებლად ახალი ინიციატივა წამოიწყეს და ისეთ საკითხებზე შეთანხმდნენ, როგორიც მწვანე ენერგიაზე გადასვლაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.