ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრაზილიის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი ცდილობს, მსოფლიოს იმპერატორი გახდეს

ბრაზილიის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი ცდილობს, მსოფლიოს იმპერატორი გახდეს

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცდილობს, „მსოფლიოს იმპერატორი“ გახდეს.
„ის ცდილობს გახდეს მსოფლიოს იმპერატორი. ის ცდილობს, ყველა ქვეყანის საქმესა და ყველა საჯარო პოლიტიკაში ჩაერიოს”, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.
ამასთან, ლულას თქმით, შეერთებული შტატები ბრაზილიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისგან მეგობრობის უფრო დიდ ჟესტების ხილვა სურს.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს პროტექციონიზმი შეჩერდეს“, - განაცხადა ლულამ ვაშინგტონის მიერ ბრაზილიურ პროდუქტებზე, მათ შორის ფოლადზე, გამოცხადებულ ტარიფებზე საუბრისას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.