ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრაზილიის პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უნგრეთის საელჩოში დარჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბრაზილიის პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უნგრეთის საელჩოში დარჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ბრაზილიის ფედერალური პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ გამოძიება The New York Times-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ დაიწყო, სადაც ჩანს, რომ ჟაირ ბოლსონარუ 12 თებერვალს ბრაზილიაში უნგრეთის ელჩმა მიიღო და საელჩოში მომდევნო ორი დღის განმავლობაში დარჩა.
„მსოფლიოს ზოგიერთი სახელმწიფოს მეთაურთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. პასპორტი რომ მქონდეს, ისრაელში გავემგზავრებოდი“, - განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ.
ბოლსონარუს ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის უნგრეთის საელჩოში დარჩენის შესახებ უცნაური არაფერია.
ბრაზილიის ხელისუფლებას ჟაირ ბოლსონარუს, რომლის წინააღმდეგ რამდენიმე სახის კრიმინალური გამოძიება მიმდინარეობს, უცხო ქვეყნის საელჩოში დაკავება ლეგალურად არ შეუძლია.
ცნობისთვის, 8 თებერვალს, ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ყოფილ პრეზიდენტს პასპორტი ჩამოართვა და მისი თანაშემწეები 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით დააკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.