ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრაზილიაში ძლიერ წვიმებს სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე დაკარგულად ითვლება

ბრაზილიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე შტატ რიო გრანდე დო სულში ძლიერმა წვიმებმა სულ მცირე 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან 70-მდე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
რამდენიმე ქალაქში გზები და ხიდები განადგურდა. გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ქარიშხალმა გამოიწვია მცირე ჰიდროელექტროსადგურის სტრუქტურის ნაწილობრივი ნგრევაც. არსებობს ქალაქ ბენტო გონსალვესში მდებარე კაშხლის ნგრევის საშიშროებაც. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.
შტატში, რომელიც ურუგვაისა და არგენტინას ესაზღვრება, ძლიერმა წვიმებმა 497 ქალაქიდან ნახევარზე მეტი დააზარალა. 24 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.
"ეს რიცხვები შეიძლება არსებითად შეიცვალოს მომდევნო დღეებში, მას შემდეგ, რაც უფრო მეტ რეგიონში შევძლებთ შესვლას". - თქვა რიო გრანდე დო სულის გუბერნატორმა, ედუარდო ლეიტემ.
ლა ნინიას ფენომენის შემდეგ, რომელმაც ორწლიანი გვალვა გამოიწვია, შტატში ძლიერი წვიმები იყო გასული წლის სექტემბერშიც. მაშინ სტიქიას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.