ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრაზილიას ნავთობის მიპოვების 47%-იანი ზრდის გეგმა აქვს

ბრაზილიას ნავთობის მიპოვების 47%-იანი ზრდის გეგმა აქვს
ბრაზილია 2034 წლისთვის დღეში 4,4 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვებას გეგმავს, რაც 2023 წელთან შედარებით 47%-ით მეტია, - ასეთი პროგნოზი აქვს ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს. უწყების გათვლით, ნავთობის მოპოვების პიკი, სავარაუდოდ, 2030 წელს იქნება და დღეში 5,3 მილიონ ბარელს მიაღწევს.
ნავთობის მოპოვების დაგეგმილი დონის შესანარჩუნებლად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აუცილებელია გეოლოგიური საძიებო სამუშაოების გაფართოება.
სამინისტროს შეფასებით, 2034 წლისთვის ბუნებრივი აირის მთლიანი მოპოვება იქნება 315 მილიონი კუბური მეტრი დღეში, რაც ორჯერ მეტია 2023 წელთან შედარებით.
ნავთობის (76%) და გაზის (80%) მოპოვების ძირითადი მოცულობა შელფის სუბმარილის ზონაში მდებარე საბადოებიდან იქნება.
სამინისტრო ასევე პროგნოზირებს ხმელეთზე ნახშირწყალბადების მოპოვების ზრდას 311 ბარელ ნავთობის ეკვივალენტამდე დღეში, რაც 2023 წელთან შედარებით 46%-ით მეტია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.