ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბჟანია იმედს გამოთქვამს, რომ ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის გამშვები პუნქტები საერთოდ გაუქმდება - რუსული მედია

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივალთ ისეთ ისტორიულ თანამშრომლობამდე, როცა გამშვები პუნქტი არ იარსებებს“, - ამის შესახებ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ РИА Новости-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ფსოუს გამშვები პუნქტი რუსეთის მხრიდან ზაფხულობით, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს და კარგი იქნებოდ, თუ ძველი ხიდის ამოქმედება. მან იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის გამშვები პუნქტები საერთოდ გაუქმდება.
„ეს გაამარტივებს სახელმწიფოებს შორის საზღვარზე გადასვლის შესაძლებლობებს. მაგრამ, დროსთან ერთად, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივალთ ისეთ ისტორიულ თანამშრომლობამდე, როცა გამშვები პუნქტი არ იარსებებს. საზღვარი იქნება, თუმცა გამშვები პუნქტი დროსთან ერთად არასაჭირო გახდება" – განაცხადა ბჟანიამ.
მან ისიც თქვა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ გეგმავენ, რომ ფრენები რუსეთის შვიდი ქალაქი მიმართულებით შეასრულონ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.