ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის “მთავრობას” დაავალა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ

დროებით ოკუპირებული ს ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო მთავრობას დაავალა, რომ “ყველა საჭირო პირობა მოამზადონ”, რათა რეგიონში მცხოვრები ს მოქალაქეობის მქონე პირებმა 2024 წლის მარტში რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბჟანიას “პრესსამსახური” ავრცელებს.
“ჩვენ სრულად უნდა მოვემზადოთ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, რათა აფხაზეთის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება”, – განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას თქმით, “აფხაზი ხალხი დიდი პატივისცემითა და სიმპათიით არის განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის, ს მიმართ”.
რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული გამოცემის, Tass-ის მტკიცებით, აფხაზეთში 130,000-ზე მეტ ადამიანს აქვს რუსეთის მოქალაქეობა. მანამდე მათ მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციის წინა საპრეზიდენტო არჩევნებში და რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში.
როგორც ბჟანიას წარმომადგენელმა გამოცემასთან განმარტა, საარჩევნო უბანი “აფხაზეთის ყველა რეგიონში, მათ შორის სოხუმშიც გაიხსნება”.