ბოჭორიშვილი: თუ EU-ს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, მზად ვართ, EU-სთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ
ტყუილია, რომ თითქოს, ქართულმა ოცნებამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის პროცესი არასოდეს შეუჩერებია - პირიქით, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს საქართველო, სხადასხვა მიმართულებით, ბევრად უფრო ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, ვიდრე სხვა კანდიდატი ქვეყნები [...] 2024 წელს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა ქართული ოცნების [...]
კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნაზე გადაწყვეტილებას ევროსაბჭო იღებს და არა თავად კანდიდატი ქვეყანა. დღეს აქ კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ - საქმე შანტაჟის ნაცვლად. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მზად ვართ, ევროკავშირთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, თუმცა ამისთვის მინიმუმ ისაა საჭირო, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.