ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოჭორიშვილი ვერ პასუხობს კითხვას, რატომ საუბრობენ ელჩების გაძევებაზე, თუ ამას არ აპირებენ

ბოჭორიშვილი ვერ პასუხობს კითხვას, რატომ საუბრობენ ელჩების გაძევებაზე, თუ ამას არ აპირებენ

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უწყებაში საქართველოში აკრედიტებული ელჩების დაბარების მიზანი - "4 ოქტომბრის არჩევნებთან და ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათთვის ინფორმაციის მიწოდებაა".
ის ამბობს, რომ ისაუბრეს საერთაშორისო გამოხმაურებებზე, რომლებიც, მისი მტკიცებით, "ხშირ შემთხვევაში, არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს და ხდის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოზე".
ჟურნალისტის კითხვაზე, დაიბარეს თუ არა საერთაშორისო დიპლომატები "საყვედურისთვის", ბოჭორიშვილი პასუხად ამბობს: "ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია".
ის კვლავ ირწმუნება, რომ საქართველოში ზოგიერთი აკრედიტებული ელჩი "არ იქცევა ვენის კონვენციის შესაბამისობაში".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.