არქივი27 იანვარი, 2025, 22:07
ბოჭორიშვილი დიპლომატიური ვიზების შეჩერებას "ტექნიკურ გადაწყვეტილებას" უწოდებს

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას "ტექნიკურ გადაწყვეტილებას" უწოდებს.
"ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში", - ამბობს ის.
ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.