ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოჭორიშვილი: არანაირად არ ხდება მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობაზე

ბოჭორიშვილი: არანაირად არ ხდება მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობაზე

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ "არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით".
ამ განცხადებით ის გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.
ბოჭორიშვილის მტკიცებით, გადაწყვეტილება "მოქალაქეების საარჩევნო უფლების, დემოკრატიის პრინციპებისა და ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად" მიიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.