ბოტსვანაში, მმართველმა პარტიამ 58-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალაუფლება დაკარგა

ბოტსვანაში, მმართველმა პარტიამ 58-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალაუფლება დაკარგა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა კოალიციამ, “ქოლგა დემოკრატიული ცვლილებებისთვის” (Umbrella for Democratic Change) ოლქების უმრავლესობა მოიგო, რაც ნიშნავს, რომ პარტიის ლიდერი, ადვოკატი დუმა ბოკო, ქვეყნის პრეზიდენტი გახდება. ბოკოს ჯერ საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.
“მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა მსურდა, პატივს ვცემ ხალხის ნებას და ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს. გვერდზე გავდგები და მხარს დავუჭერ ახალ ადმინისტრაციას”, – განაცხადა მასისმა პრესკონფერენციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო უალტერნატივო – მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ