ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოტანიკური ბაღის სალარო ნარიყალას მხრიდან დროებით დაკეტილია - მიზეზი უხვი ნალექის შედეგებია

ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია. ამის შესახებ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უხვმა ნალექმა ეროზიის პროცესები გაააქტიურა და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. შესაბამისად, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია.
BM.GE აღნიშნულთან დაკავშირებით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ დღეიდან შესაბამისი სამუშაოები უკვე დაიწყო, თუმცა ზუსტი პერიოდი, თუ როდის გაიხსნება აღნიშნული ტერიტორია, ვერ სახელდება.
"ყორეებია ჩამოშლილი. უხვმა ნალექმა ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო ტერიტორია დააზიანა. შესაბამისად, რისკების აღმოფხვრის მიზნით და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის ტერიტორია დაიკეტა. ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები დღეს დაიწყო, ხვალიდან კი უფრო ინტენსიურად გაგრძელდება პროცესი და ის საკითხები და პრობლემები აღმოიფხვრება, რაც ნალექმა გამოიწვია. ჯერჯერობით, როდის გაიხსნება ეს ტერიტორია და როდის შეძლებს ფუნქციონირებას, ცნობილი არ არის", - აცხადებენ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.