არქივი5 ოქტომბერი, 2024, 14:09
ბოსნია და ჰერცეგოვინაში წყალდიდობის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ბოსნია და ჰერცეგოვინაში წყალდიდობის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სარაევოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იაბლანიცის რაიონში, მაშველები ათეულობით ადამიანს ეძებენ.
„არის სოფლები, რომლებიც ჯერ კიდევ მიუწვდომელია და არ ვიცით, იქ რას ვიპოვით“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.