ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორჯომში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობასთან შეხვედრა ბორჯომში გამართა და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა და ანტონ ობოლაშვილმა.
"შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გრეტა წიწავა, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი.
დღესვე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მოსახლეობასთან შეხვედრას გორში გამართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.