არქივი13 იანვარი, 2024, 11:25
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
TV ბორჯომის ინფორმაციით, ბორჯომში, რველი-ზანავის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რველი-კორტანეთის საავტომობილო მონაკვეთზე საცობია და ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.