„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა

მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება – Zenith Global’s Water Drinks Awards-ზე, ქილის შეფუთვაში საუკეთესო სასმელად დასახელდა.
2024 Global Water Drinks Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას ამჯერად გერმანიამ უმასპინძლა. გამარჯვებული კომპანიები, წყლის 21-ე საერთაშორისო კონგრესის გალა საღამოზე დასახელდა. საერთაშორისო ჟიურიმ 120 აპლიკანტიდან, სხვადასხვა ნომინაციაში, 15 გამარჯვებული გამოავლინა, მათ შორის – „ბორჯომის” ქილის ახალი შეფუთვა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში გამოჩნდება. უკვე 30 წელია, რაც Zenith Global, სასმელებისა და საკვების ინდუსტრიაში, პროდუქტებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს და წლის განმავლობაში რამდენიმე დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულებს ავლენს. წელს „ბორჯომი” Zenith Global-ის მესამე ჯილდოს მფლობელი გახდა. საამაყოა „ბორჯომის“ წარმატება ისეთ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომლის მონაწილეებიც იყვნენ – Coca-Cola, Danone, Gerolsteiner, Icelandic Glacial Water.
შეგახსენებთ, რომ მაისში, ლონდონში გამართულ Zenith Annual Innobev Awards 2024-ზე, „ლიმონათი ბორჯომისგან” 2 კატეგორიის გამარჯვებული გახდა. „ბორჯომის“ ინოვაციურმა პროდუქტმა საუკეთესო პრემიალური სასმელის და საუკეთესო მარკეტინგული/სოციალური მედია კამპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს