პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორჯომი-ბაკურიანის ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება - კობახიძე

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბორჯომი-ბაკურიანის მატარებელს, ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ის მგზავრებს 2027 წლის იანვრიდან მოემსახურება.
"ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას - რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 შესაბამის სარკინიგზო სადგურს. გეგმის მიხედვით, მატარებელი მგზავრებს 2027 წლის იანვრიდან მოემსახურება". - თქვა კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე.
ბორჯომი-ბაკურიანის მატარებლის ხაზი 2020 წლიდან გაჩერებული იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.