ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის პროექტირება დასრულდა

ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის პროექტირება დასრულდა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება.
„პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრული რეკონსტრუქცია /რეაბილიტაცია განხორციელდება. შენარჩუნებული იქნება შენობის იერსახე, დამატებით დეკორატიული ელემენტების გამოყენებით.
რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება სასპორტო სკოლა და ბიბლიოთეკა. მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, სანკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, სასპორტო სკოლაში არსებული ყველა სპორტული სახეობის შესწავლა უფასოა.
სასპორტო სკოლაში 20 სახეობის (14 ზაფხულის და 6 ზამთრის) სპორტული წრე ფუნქციონირებს, სადაც 800-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა აქვს დაეუფლოს სპორტის სხავადასხვა სახეობებს.
სპორტის სახეობების და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, ბორჯომის მუნიციპალიტეტი არაერთ პროგრამას ახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა