ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„პარკის მოწყობის სამუშაოები 10 500 კვ.მ. ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა - ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, პარკის ტერიტორიაზე განთავსდება, კაფე და სხვა კომერციული ობიექტები. მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი. დამონტაჟდება ე.წ „მჟავე წყლის“ ბიუვეტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.