ბორჯომის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
ბორჯომისმუნიციპალიტეტშისაქართველოსდამოუკიდებლობისდღემრავალფეროვანიპროგრამითაღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ცეკვა „ხორუმით“ საზეიმოდ გაიხსნა, შემდეგ კი მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ.
„26 მაისის დღესასწაული მოსახლეობას საჩხერისა და ჭიათურის, ბორჯომისა და ბაკურიანის მეუფემ დანიელმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა მიულოცეს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.