ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის, სპორტული მოედნისა და კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის, სპორტული მოედნისა და კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის, სპორტული მოედნისა და კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია.
მათი ცნობით, 10000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერის რეაბილიტაციისთვის თანხები, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„სამუშაოების შედეგად, 10000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, კორტების მოედანი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.