ბორჯომის მერია – 2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი

2024 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი.
ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით 11 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 9 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი.
ინფრასტრუქტურული პროექტებია: ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბიში მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტში ჩიხების რეაბილიტაცია; ბორჯომში მესხეთის ქუჩის N146 ა და 146 ბ-ში არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია; ბორჯომში რუსთაველის ქუჩის N 91-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩის მიმდებარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი მოლითიდან სოფელ ტაბაწყურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ( ერთი მონაკვეთი); ბორჯომში ე.წ ცოფიანი ღელეს არხის მოწყობა; ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ