ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორჯომის მერია - მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ბორჯომის მერია - მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13,5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა უკვე დასრულდა, ნაწილი კი დასრულების ეტაპზეა.
„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ სოფლებში განხორციელდა: დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ კორტანეთში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ ყვიბისში ბერის საყდრების მონასტერთან მისასვლელი გზის (II მონაკვეთი) რეაბილიტაცია; სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ სადგერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ტბაზე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; დაბა ბაკურიანში გზის რეაბილიტაცია (წაქაძის ქუჩა); სოფელ ანდეზიტში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; სოფელ პატარა მიტარბში მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია; სოფელი მოლითიდან-ტაბაწყურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (I და II ეტაპი).
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული მიმართულება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.