ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორჯომის მერია - ე.წ. პლატოზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია

ბორჯომში, ე.წ. პლატოზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, ასევე, მოეწყობა ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და საპარკინგე სივრცე.
ასევე, დამონტაჟდება ტენისის მაგიდა და საპარკე სკამები.სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 13 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.