ბორჯომის ბაზრობის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო სივრცის აშენება იგეგმება

მიმდინარე წლის მაისში დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც 15 000 კვ.მ.-ზეა განთავსებული თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო სივრცე აშენდება, სადაც ყველა დაზარალებული შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ამის შესახებ BMG-ის ბაზრობის მფლობელი კომპანია GRDC Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მშენებლობას 12 თვე დასჭირდება, ინვესტიცია კი 15 მლნ დოლარი იქნება. ამ დროისთვის კომპანიაში სამშენებლო ნებართვას მოლოდინში არიან.
“დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიისთვის მოვამზადეთ რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში გვაქვს წარდგენილი. მათთან აქტიურად ვმუშაობთ. იმედს ვიტოვებთ, რომ მშენებლობის შესაბამისი ნებართვა უახლოეს პერიოდში გაიცემა, რის შემდეგაც დავიწყებთ რეკონსტრუქციას, აღვადგენთ და სამუშაო ადგილებს დავუბრუნებთ იმ 400-მდე დაზარალებულს, რომელიც იქ მუშაობდა.
დღეს მუშა პროცესში ვართ და იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დავამთავრებთ ამ ფორმალურ ეტაპებს, უკვე გადავალთ აქტიურ მშენებლობაში.
სამშენებლო სამუშაოებს ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 12 თვე დაგვჭირდება, იმიტომ რომ ეს იქნება ერთგვარი სენდვიჩ-პანელით გაკეთებული. თითქმის 15 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. ხაზს გავუსვამ, ეს ჩვენი ჯგუფისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნების და იმ ვალდებულებების შესრულების ნაწილია, რაც დაზარალებულების და ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე წინაშე ავიღეთ”, – ამბობს GRDC Holding-ის გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად