ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორტზე ასაფეთქებლის არსებობა არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება დასრულდა – ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. ქარქაშაძის თქმით, მგზავრების შემოწმება დასრულდა და ისინი გაფრენის დარბაზში იმყოფებიან.
"ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას“, – თქვა ქარქაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.