პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.
„პუტინის შემოჭრის ამ მძიმე მეორე წლისთავზე, ჩემი აქ, უკრაინაში ყოფნა პატივია. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები თავიანთი შეუპოვარი გამბედაობით პუტინის ჯარებს დაამარცხებენ და განდევნიან - იმ პირობით, რომ ჩვენ მათ საჭირო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ“, - წერს ბორის ჯონსონი X-ზე.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი პირველი დასავლელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე კიევში ჩავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.