ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბორის პისტორიუსი - გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის

ბორის პისტორიუსი - გერმანია უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გერმანია დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს და საჭირო საბრძოლო მასალას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პისტორიუსმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს.
მისი თქმით, გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთთან შეთანხმდა უკრაინისთვის Patriot-ის ხუთი საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიწოდებაზე. ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მხარეები უახლოეს დღეებში კოორდინაციას გაუწევენ ქმედებებს ამ მიზნის მისაღწევად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.