არქივი30 ნოემბერი 2024, 01:19
ბორის აკუნინი: საქართველოში ახლა არა ევროინტეგრაციის საკითხი წყდება, არამედ ის, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად

"საქართველოში ახლა არა ევროინტეგრაციის საკითხი წყდება, არამედ ის, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად, ლუკაშენკოს ბელორუს-2-ად", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი წარმოშობის რუსულენოვანი მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი წერს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
"რამდენად შემაშფოთებელია საქართველოსთვის. დარწმუნებული არ ვარ, რომ იქ ყველას ესმის ეს: ახლა არა ევროინტეგრაციის საკითხი წყდება, არამედ ის, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად, ლუკაშენკოს ბელორუს-2-ად", — წერს ბორის აკუნინი
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.